ზელენსკი – რუსეთმა უნდა იგრძნოს, რომ ევროპა მზადაა დაიცვას თავისი ერთიანობა


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ფედერაციამ უნდა იგრძნოს, რომ ევროპა არ დათმობს იდეას მისი ერთიანობის შენარჩუნებისა და დაცვის შესახებ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს ნდობა პარტნიორების მიმართ, საუბარია ევროკავშირზე.
“უპირველეს ყოვლისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ნდობა ჩვენს პარტნიორებთან, განსაკუთრებით ევროკავშირთან ურთიერთობაში. მადლობელი ვარ უკრაინის შემდგომი ურყევი მხარდაჭერის აუცილებლობისთვის. ეს არის მთავარი, სიგნალი, რომელიც მტერმა უნდა დაინახოს. რუსეთმა უნდა იგრძნოს, რომ ევროპა ყველა დონეზე მზადაა დაიცვას თავისი ღირებულებები, თავისი ერთიანობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინელებმა უნდა იგრძნონ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური საქმიანობის კონკრეტული შედეგები.
“ახლა უკრაინაში სოციალური მდგომარეობა დაფუძნებულია ზუსტად საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების ხარისხზე“, – აღნიშნა მან.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს