ზელენსკი – რუსეთს სურს 9 მაისამდე ჩასივ-იარი დაიპყროს და ივნისში კონტრშეტევა დაიწყოს


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთს სურს, 9 მაისამდე, ე.წ. “გამარჯვების დღემდე” დონეცკის ოლქში ჩასივ-იარი დაიპყროს. თუ უკრაინული ჯარები გაძლებენ, რუსეთის გეგმები ივნისში კონტრშეტევის წამოწყების შესახებ ჩაიშლება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში.
“რუსეთს 1 ივნისამდე სურს 300 ათასი მებრძოლის მობილიზება. ჩვენ ამისთვის ვემზადებით. 9 მაისისთვის, რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთში ჩასივ-იარის ოკუპაციის იმედი აქვს. მე ველი, რომ გავძლებთ, რომ იარაღი დროულად მოვა, შევძლებთ მტრის მოგერიებას და შემდეგ ჩავშლით რუსეთის ფედერაციის გეგმებს სრულმასშტაბიანი კონტრშეტევითი მოქმედებების შესახებ ივნისში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, დღეს უკრაინელ მებრძოლებს, რომლებიც ამ მიმართულებით იბრძვიან, საჭირო იარაღი არ ჰყოფნით, ამიტომ მას შეერთებული შტატების დახმარების იმედი აქვს.
“ცოტა ხნის წინ ვიყავი რეგიონში და ვესაუბრე მებრძოლებს, მებრძოლებს არ აქვთ საკმარისი აღჭურვილობა რუსულ სადაზვერვო დრონებთან საბრძოლველად, ასევე არ აქვთ საკმარისი საარტილერიო ჭურვები”, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს