ზელენსკი – რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს, ერთადერთი, რისი გაკეთებაც აგრესორს შეუძლია, არის მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი და მსოფლიოს შანტაჟი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
საომარი მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბოლო განცხადებების კომენტირებისას უკრაინის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად შეშფოთებულია მტერი.
“მოისმინეთ, რას და როგორ ეკითხებიან ამ ტერორისტების ლიდერს, როცა ის მაინც მიდის ხალხთან, ჟურნალისტებთან. რუსეთი უკვე თავისი დამარცხების ატმოსფეროშია, უკვე საკუთარი თავის უიმედობის ატმოსფეროში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აგრესორ სახელმწიფოს ჯერ კიდევ ჰყავს “ადამიანები, რომლებსაც ის ბრძოლებში უშვებს, აქვს იარაღი, რაკეტები და “შაჰიდები“, მაგრამ ომის მოგების ვარიანტები არ არსებობს.
“მათ ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა დაატერორონ ჩვენი ქალაქები და ყველა ევროპელი, დააშანტაჟონ მსოფლიო. მაგრამ შანსი არ აქვთ. და არც ექნებათ, რადგან უკრაინა წინ მიიწევს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
