ზელენსკი – რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქება სურს, რათა უკრაინას ომის დასასრულებლად თავისი პირობები დაუწესოს


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთს სურს ააფეთქოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რათა მოხდეს სიტუაციის დესტაბილიზაცია უკრაინაში და ასევე “მსოფლიო ზეწოლა მოახდინოს კიევზე კონფლიქტის შეწყვეტის მოთხოვნით”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
“რუსეთს სურს ატომური ელექტროსადგურის აფეთქება. მათ მუდმივად სჭირდებათ აქ დესტაბილიზაცია და მათ სურთ მსოფლიომ მოახდინოს ზეწოლა უკრაინაზე იმ ვარიანტისთვის, რომელიც მათ ესაჭიროებათ ამ კონფლიქტის დასრულებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომი გრძელდება იმ ვითარებაში, როდესაც იარაღის მიწოდება ხდება მცირე პარტიებით, დასავლეთმა უნდა დააჩქაროს სამხედრო დახმარება, რათა უკრაინამ რაც შეიძლება სწრაფად დაამარცხოს რუსი ოკუპანტები.
“თუ ჩვენ მასიურად გადმოგვცემენ სამხედრო ტექნიკას, რომელიც ახლა ჩვენი პარტნიორების ბალანსზეა, გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ კვირებში აიღეს. სადგურზე განათავსეს სამხედრო ტექნიკა, შეცვალეს ტერიტორია. ასევე, ოკუპანტები მუდმივად ატერორებენ პერსონალს და ენერგოდარის მცხოვრებლებს.
გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც რუსებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, გაჩნდა საფრთხე, რომ შეუძლებელი იქნებოდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორების გაგრილება, რასაც წყალი კახოვკის წყალსაცავიდან სჭირდება.
გუშინ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვიზიტისას, IAEA-ს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება მძიმეა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემდეგ, თუმცა ის სტაბილიზაციის პროცესშია.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი