
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება შეთანხმება რუსეთთან ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით მისი შანტაჟის ფონზე – ასეთი ქმედებები გამოიწვევს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას.
ზელენსკის თქმით, მას არ სჯერა, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი, მაგრამ აგრესორული ქვეყნის ქმედებები ჯერ კიდევ არაპროგნოზირებადია.
”მაგრამ, მაპატიეთ, შიში იმის გამო, რისი გაკეთებაც ამ სახელმწიფოს შეუძლია და შესაბამისად, მათთან კონკრეტულ შეთანხმებაზე წასვლა ყველაზე უარესი შედეგია. ეს არის მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, შეუძლებელია დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრებიან. ამავე დროს, მისი გამოყენების ყველა პირობა, რომელსაც რუსი პოლიტიკოსები გამოთქვამენ, “არც კი უნდა მოვისმინოთ”.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს