ზელენსკი - რუსეთი ბელორუსიიდან და ბრიანსკის ოლქიდან უკრაინაზე თავდასხმის სცენარებს განიხილავს

ავტორი
Front News საქართველო
რუსები ბელორუსიიდან და ბრიანსკის ოლქიდან უკრაინაზე თავდასხმების სცენარებს განიხილავენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ მიმართულებებზე ჩვენი თავდაცვის გასაძლიერებლად. სამხედრო სარდლობამ მიიღო შესაბამისი ინსტრუქციები, თუმცა ჩვენ ასევე მივმართავთ პრევენციულ ზომებს როგორც ბელარუსში, ასევე რუსეთის გარკვეულ ნაწილებში, სადაც საფრთხე არსებობს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ბელარუსთან დაკავშირებით აქტიური მუშაობის მოლოდინშია, კერძოდ, აუცილებელია ზეწოლის გაზრდა და უკრაინის პარტნიორებთან კოორდინაციის გაძლიერებისკენ.
"გულწრფელად რომ ვთქვა, ყელში ამომივიდა უკვე, რომ არსებობს მუდმივი საფრთხე, რომ რუსებმა შეიძლება გარკვეულ მომენტში ბელორუსია ომის ესკალაციაში ჩაითრიონ. მათ უნდა გაიგონ, რომ მათთვის შედეგები იქნება და ისინი მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინას აქვს კონკრეტული შესაძლებლობები, რათა უპასუხოს რუსეთის ტერიტორიიდან მომდინარე ნებისმიერ საფრთხეს.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




