Logo

ზელენსკი - რუსეთი ეძებს გზებს, როგორ გაანადგუროს უკრაინა, მსოფლიომ უნდა უპასუხოს

უკრაინა
178
Frontnews image description

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი ადგილები, ავტოსადგური და სამედიცინო კლინიკაც კი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამჟამად ზაპოროჟიეს რუსული ბომბების დარტყმის შემდეგ მაშველები, ექიმები, პოლიციელები და ყველა სხვა სამსახურები ეხმარებიან.

"საჰაერო ბომბები ქალაქს, ჩვეულებრივ შენობებს, ავტოსადგურს და ერთ-ერთ კლინიკას დაეცა. სამწუხაროდ, არიან დაშავებულები. ყველას დახმარებას მიიღებს. მადლობა უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, ყველა სამსახურს, რომ ასე სწრაფად რეაგირებენ და ყოველთვის, ნებისმიერ ვითარებაში, ადამიანების სიცოცხლეს იხსნიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, რუსებთან არანაირი ვადები ან მოლოდინი არ მუშაობს.

"მათ არ სურთ მკვლელობების შეჩერება. ერთადერთი, რასაც ისინი ეძებენ, არის უკრაინის განადგურების გზა. ჩვენ ნათლად გვესმის საფრთხეები. ყველა პარტნიორს, ისევე როგორც ჩვენ, აბსოლუტურად ნათლად გვესმის საფრთხეები. ყველა ხედავს, რომ რუსეთმა არ გადადგა არც ერთი რეალური ნაბიჯი მშვიდობისკენ, არც ერთი ნაბიჯი ხმელეთზე ან ჰაერში, რამაც შეიძლება სიცოცხლე გადაარჩინოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამის გათვალისწინებით, ზელენსკის თქმით, საჭიროა სანქციები და ზეწოლა.

"ჩვენ გვჭირდება ძალა - უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატების ძალა, ევროპის ძალა, მსოფლიოს ყველა ერის ძალა, რომელსაც სურს მშვიდობა და სიმშვიდე საერთაშორისო ურთიერთობებში. თუ რუსეთს არ სურს ომის შეჩერება, მაშინ მისი ეკონომიკა უნდა შეჩერდეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსები რეგულარულად ბომბავენ ზაპოროჟიეს და მის რეგიონს, თავდასხმებისთვის იყენებენ დრონებს, საჰაერო ბომბებს და რაკეტებს. დღევანდელი დღეც გამონაკლისი არ ყოფილა. რუსული თავდასხმის შედეგად დაჭრილების რაოდენობამ 12-ს მიაღწია.

Advertisement