Logo

ზელენსკი - რუსეთი "გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე" დარტყმას გეგმავს

უკრაინა
133
Frontnews image description

უკრაინის დაზვერვამ ახალი დარტყმების გეგმების შესახებ დოკუმენტები მიიღო - რუსეთი ქვეყნის შიგნით ქალაქებსა და კონკრეტულ მისამართებზე თავდასხმისთვის ემზადება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალისტებმა მოიპოვეს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს რუსეთის მიერ უკრაინაზე ახალი სარაკეტო და დრონებით თავდასხმებისთვის მზადებას. მტერი გეგმავს ე.წ. "გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე“ დარტყმის განხორციელებას. სამიზნეებს შორისაა: თითქმის ორი ათეული პოლიტიკური ცენტრი; სამხედრო სამეთაურო პუნქტები, ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პრეზიდენტის რეზიდენცია და სხვა.

"თუმცა, რუსეთის ხელმძღვანელობისთვის განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ უკრაინა რუსეთი არ არის და, აგრესორი ქვეყნისგან განსხვავებით, სადაც ამ ომის აშკარა ავტორი და მისი დიდი ხნის გარემოცვაა, რაც მის რეალობისგან მოწყვეტას უზრუნველყოფს, უკრაინის თავდაცვის წყარო უკრაინელი ხალხის მზადყოფნაა იბრძოლოს საკუთარი დამოუკიდებლობისა და საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ გრძელვადიანი სანქციების შესახებ ისაუბრა.

„პირველ რიგში, ჩვენ განვსაზღვრავთ რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი შემდგომი გრძელვადიანი სანქციების სამიზნეებს ამ ომისა და ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე თავდასხმების გამო. უკრაინა აგრესორისთვის შედეგების გარეშე არ დატოვებს არცერთ თავდასხმას, რომელიც ჩვენი ხალხის სიცოცხლეს იწირავს", - აცხადებს ზელენსკი.

რუსების მიერ კიევზე 14 მაისის ღამეს განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას 24 ადამიანის, მათ შორის სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 50-მდე.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები