ზელენსკი - რუსეთი იმსახურებს სრულმასშტაბიან ზეწოლას, პუტინმა უნდა დაიწყოს მათი პატივისცემა, ვისაც ელაპარაკება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი სხდომა გამართა. მან უკრაინაში დრონების წარმოების გაზრდის ბრძანება გასცა.
ზელენსკის თქმით, შტაბის სხდომის დროს მან ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.
"დაზვერვის მიერ მიღებული ინფორმაციიდან და ღია მონაცემებიდან ვხედავთ, რომ პუტინი და მისი გარემოცვა არ გეგმავენ ომის დასრულებას - ამჟამად არ არსებობს არც ერთი დადასტურება იმისა, რომ ისინი სერიოზულად განიხილავენ მშვიდობის ვარიანტს და სერიოზულად განიხილავენ დიპლომატიას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ამაზე ასევე მეტყველებს რუსული დარტყმები, რომლებიც ყოველ ღამე უფრო თავხედური და მასშტაბური ხდება - ბოლო დღეებში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 900-ზე მეტი თავდასხმის დრონი, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა გაუშვა.
ასევე დღეს შტაბმა განიხილა რუსული დარტყმების შედეგები, დრონების გამოყენების ტაქტიკა და უკრაინის პასუხები.
"მე გავეცი ბრძანება დრონების წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდის შესახებ და ამისთვის ჩვენი პარტნიორებისგან მეტ დაფინანსებას მოვიზიდავთ. ჩვენ ვამზადებთ შესაბამის სიახლეებს. ასევე გავეცი ბრძანება ჩვენი უკრაინული ბალისტიკური პროგრამის ცალკე დაფინანსების შესახებ - რაკეტების სწრაფი წარმოებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, რუსეთი იმსახურებს სრულმასშტაბიან ზეწოლას.
"ცოტა ხნის წინ, სტამბოლში შეხვედრა გაიმართა. ახლა რუსები თითქოს "მშვიდობის შესახებ მემორანდუმის" წინადადებებს ამუშავებენ. მათ უკვე კვირაზე მეტი დახარჯეს ამაზე. ისინი ბევრს საუბრობენ დიპლომატიაზე, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე, მუდმივი რუსული დარტყმები, მუდმივი მკვლელობები, დაუნდობელი თავდასხმები და ახალი დანაშაულებისთვის მზადებაც კი - ეს აშკარად დიაგნოზია. რუსეთი იმსახურებს სრულმასშტაბიან ზეწოლას ყველაფერზე, რაც შეიძლება გაკეთდეს მათი სამხედრო შესაძლებლობების შესაზღუდად.
ახალი და ძლიერი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ - ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან და ყველასგან, ვინც მშვიდობას ეძებს - იქნება რუსეთის გარანტირებული იძულება არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტისკენ, არამედ იძულება, რომ ყველამ უნდა სცეს პატივი მშვიდობას. პუტინმა უნდა დაიწყოს მათი პატივისცემა, ვისაც ელაპარაკება. ჯერჯერობით ის უბრალოდ თამაშობს დიპლომატიასთან და დიპლომატებთან. ეს უნდა შეიცვალოს", - განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს