
ავტორი
Front News საქართველო
რუსეთი კიევზე დღეს ღამით განხორციელებული მასიური კომბინირებული დაბომბვისთვის პასუხს მიიღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დედაქალაქის დარნიცის რაიონში მტრის დარტყმის ადგილზე განაცხადა.
"რუსეთი კიევზე დღევანდელი თავდასხმისთვის პასუხს მიიღებს - ეს დანამდვილებით შეიძლება ითქვას", - აღნიშნა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა სამართლიანი მშვიდობისა და ომის სამართლიანი დასრულების მომხრეა.
"და ვიდრე ეს არ არის, იქნება სამართლიანი პასუხები", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
2 ივლისის ღამეს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი კომბინირებული შეტევა განახორციელეს. მთავარი სამიზნე კიევი იყო.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. დაშავდა ასი ადამიანი, მათ შორის სამი ჩვილი და ერთი მოზარდი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს