Logo

ზელენსკი - რუსეთი მობილიზაციის გაფართოებას და ახალ შეტევებს გეგმავს

უკრაინა
191
Frontnews image description

ფრონტზე უზარმაზარი დანაკარგების მიუხედავად, რუსეთი მობილიზაციის გაფართოებისა და ახალი შეტევითი ოპერაციების დასაწყებად ემზადება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის ოლეგ ივაშჩენკოს მოხსენების შემდეგ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავად რუსებიც კი აღიარებენ თავიანთი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ამოცანის შესრულების უუნარობას.

"უკრაინის თავდაცვის ძალები უზრუნველყოფენ რუსული არმიის შეტევითი პოტენციალის განადგურებას, ოკუპანტების შეუქცევადი დანაკარგები კი მათი მთლიანი დანაკარგების დაახლოებით 60%-ს უკვე შეადგენს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, აგრესორი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, გადაჭარბებული დანაკარგების მიუხედავად, გეგმავს შემდგომ შეტევებს და ემზადება რუსეთში მობილიზაციის გაფართოებისთვის.

"შესაბამისად, უკრაინის ამოცანაა კიდევ უფრო გაზარდოს ოკუპანტების შეუქცევადი დანაკარგების პროცენტული მაჩვენებელი, გააძლიეროს დრონების გამოყენება ფრონტის ხაზზე და გააფართოოს ჩვენი გრძელვადიანი სანქციები რუსეთის იარაღის წარმოებისა და ნავთობის ინდუსტრიის წინააღმდეგ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები