
ავტორი
Front News საქართველო
დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ახალი მასშტაბური დარტყმისთვის ემზადება. უკრაინელებს მოვუწოდებთ, არ უგულებელყონ საჰაერო თავდასხმის სირენები, პარტნიორებს კი - სწრაფად იმოქმედონ საჰაერო თავდაცვის საკითხებზე გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ახალი დარტყმის სურვილი სრულიად შეესაბამება კრემლის მზაკვრულ ტაქტიკას.
"ეს რუსი დიქტატორის ვლადიმერ პუტინის სულისკვეთებას შეესაბამება - ამერიკის დამოუკიდებლობის დღის შემდეგ და ანკარაში ნატოს სამიტის წინ. რუსეთს სურს უბედურების გაღრმავება და ადამიანების მოკვლა. გთხოვთ, ფრთხილად იყავით და ყურადღება მიაქციეთ საჰაერო თავდასხმის სირენებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მან განსაკუთრებით მოუწოდა უკრაინის მოკავშირეებს, დააჩქარონ თავდაცვითი იარაღის მიწოდება, რადგან ნებისმიერი შეფერხება სიცოცხლის ფასია და აგრესორს მხოლოდ ომის გაგრძელებისკენ უბიძგებს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოს აქვს საჰაერო თავდაცვის სისტემების საჭირო რაოდენობა და ხარისხი, თუმცა ლიდერების მხრიდან გადამწყვეტი მოქმედებაა საჭირო.
"რაკეტები Patriot-სთვის ახლა საწყობებში კი არა, უკრაინაშია საჭირო. მადლობას ვუხდი მათ, ვინც რეალურ დახმარებას უწევს“, - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ეს, პირველ რიგში, ამერიკის, ევროპისა და მსოფლიოს ძლიერი ქვეყნების გადაწყვეტილებაა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს