Logo

ზელენსკი - რუსეთი ცდილობს უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებს ზიანი მიაყენოს, ჩვენ გვაქვს მონაცემები მათი დაზვერვის შესახებ

უკრაინა
147
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინის ატომური ელექტროსადგურების დაზიანებას ცდილობს. უკრაინულ მხარეს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ ობიექტებზე ახორციელებდა მოსკოვი დაზვერვას.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია ამერიკულ მხარეს სრულად აწვდის ინფორმაციას უკრაინაში მიმდინარე მოვლენების, ასევე რუსეთის მიერ ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაზე მუდმივი თავდასხმების შესახებ.

"თუ რუსები ნამდვილად სერიოზულად ფიქრობდნენ ომის დასრულებაზე, ისინი ყურადღებას გაამახვილებდნენ დიპლომატიაზე და არა სარაკეტო თავდასხმებზე, არა ელექტროენერგიის გათიშვაზე და არც ჩვენი ატომური ელექტროსადგურების დაზიანების მცდელობებზე. ჩვენ გვაქვს მონაცემები იმ ობიექტების შესახებ, სადაც რუსეთმა ჩაატარა დაზვერვა, დაზვერვა დარტყმებისთვის. ყველაფერი ნათლად მიუთითებს, რომ დიპლომატია ნამდვილად არ არის პრიორიტეტი რუსეთისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუსები მთელი კვირის განმავლობაში თავს ესხმოდნენ "ნაფტოგაზის“ ობიექტებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. ბოლო თავდასხმა გუშინ მოხდა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები