Logo

ზელენსკი - რუსეთი უკრაინაზე ახალი მასიური დარტყმისთვის ემზადება

უკრაინა
185
Frontnews image description

უკრაინის დაზვერვამ მაცნობა, რომ რუსეთი უკრაინაზე ახალი მასშტაბური დარტყმების განსახორციელებლად ემზადება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ამჟამად გვაქვს დაზვერვის ინფორმაცია, რომ რუსები ახალი მასშტაბური დარტყმებისთვის ემზადებიან. ჩვენ გულწრფელად ვესაუბრებით ჩვენს პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის რაკეტებზე, სისტემებზე, რომლებიც ასე აუცილებლად გვჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ლიდერის თქმით, ამჟამად ბევრი რამ კეთდება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დონეზე, მაგრამ მარაგი არასაკმარისია.

"გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ საჰაერო თავდასხმის სირენებს. გთხოვთ, დაეხმაროთ მათ, ვინც თქვენთან ახლოსაა, ვინც მარტოა, ვისაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება“, - მოუწოდა ზელენსკიმ მოქალაქეებს.

ენერგოსისტემებზე მუდმივი რუსული ტერორისტული თავდასხმებისა და ძლიერი ყინვების გამო უკრაინის ენერგეტიკაში რთული ვითარებაა შექმნილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები