ზელენსკი - რუსეთის ახალი მასშტაბური დარტყმა შესაძლოა, დღეს ღამით იყოს

ავტორი
Front News საქართველო
რუსმა ოკუპანტებმა შესაძლოა, დღეს ღამით უკრაინაზე კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმა განახორციელონ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებმა არ უგულებელყონ საჰაერო თავდასხმის სირენები და თავშესაფარი მოძებნონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, ხვალ და მუდმივად ყურადღება მივაქციოთ საჰაერო თავდასხმის სირენებს და თავშესაფარი ვეძებოთ. რუსები უცვლელები არიან: ისინი ცდილობენ ისარგებლონ ამინდით. მე მთავრობას დავავალე, დაეხმაროს ადგილობრივ ხელისუფლებას და მაქსიმალური დახმარება გაუწიოს ყველას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მთელი დღის განმავლობაში მან მიიღო ანგარიშები მთავრობისა და ყველა სამსახურისგან, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ რუსული დარტყმების შედეგების აღმოსაფხვრელად.
8 იანვარს რუსმა ოკუპანტებმა ისკანდერის ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს კრივი რიჰს. მაღალსართულიანი შენობები დაზიანდა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა. აფეთქების შედეგად ერთი მამაკაცი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ოთხშაბათს, 7 იანვარს, რუსეთმა დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაბომბა, რის შედეგადაც ორივე რეგიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




