ზელენსკი - რუსეთის დარტყმები სულ უფრო თავხედურია, პუტინი ამოწმებს შეეგუება თუ არა ამას მსოფლიო


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთმა გააძლიერა უკრაინაზე თავდასხმები. ამ გზით, პუტინი ცდილობს იმის შემოწმებას, შეეგუება თუ არა მსოფლიო ამ აგრესიას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის ქალაქებში, კერძოდ კიევში, სუმში და სხვა დასახლებებში რუსული მასიური თავდასხმის შემდეგ, ექიმები დახმარებას უწევენ დაჭრილებს.
მისი თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდასხმების გეოგრაფია მოიცავდა კიევს, სუმს, კრემენჩუკს, ოდესას, დნეპრს, კრივოი-როგს და ზაპოროჟიეს.
მისი თქმით, დაიღუპნენ და დაშავდნენ ადამიანები. დედაქალაქში ნანგრევების გატანა კვლავ მიმდინარეობს, რომლის ქვეშაც შესაძლოა, ადამიანების ცხედრები იყოს. მან ასევე ახსენა დაზიანებული მინისტრთა კაბინეტის შენობა.
ზელენსკიმ სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს და აღნიშნა, რომ მხოლოდ დედაქალაქში საჰაერო თავდასხმის განგაში შვიდნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა და კიევი ამ ღამეს რუსული დრონების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდა.
პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს პარტნიორების მხრიდან ამ დარტყმაზე ფართო რეაქცია იყოს.
"ცხადია, რუსეთი ცდილობს უკრაინას ზიანი მიაყენოს და დარტყმები უფრო თავხედურია. ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ პუტინი მსოფლიოს ცდის - შეეგუებიან თუ არა ისინი ამას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამიტომ, ზელენსკის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ლიდერების, სახელმწიფოების, ინსტიტუტების განცხადებებს მოჰყვეს მკაცრი ქმედებები - სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ და მკაცრი ტარიფები და სხვა შეზღუდვები რუსეთთან ვაჭრობაზე.
"მათი დანაკარგები უნდა იგრძნობოდეს. სწორედ ეს არის დამაჯერებელი. ასევე ჩვენი გრძელვადიანი შესაძლებლობები. პუტინს არ სურს მოლაპარაკებები, ის აშკარად ემალება ამას, ამიტომ რუსეთში საწვავის დეფიციტი და სხვა ეკონომიკური პრობლემები ლოგიკური პასუხია რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტაზე, ლიდერების შეხვედრაზე უარის თქმაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
7 სექტემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი თავდასხმა დაიწყო, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების გამოყენებით. დრონების უმეტესობა "შაჰედის" ტიპის იყო.
კიევში დრონებმა მაღალსართულიან შენობებს დაარტყეს და ასევე პირველად შეუტიეს ქალაქის ცენტრში მდებარე მთავრობის შენობას.
უკრაინის დედაქალაქში თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა, ორი კი დაიღუპა - დედა და მისი სამი თვის ვაჟი.
კიევის გარდა, აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაში, კრივოი-როგსა და კრემენჩუკში.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს