ზელენსკი - რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების სია ყველა ლიდერის მაგიდაზე იქნება

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა თავის პარტნიორებს რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვების მონაცემებს გადასცემს. პირველი სია ყველა ლიდერის მაგიდაზე იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, საგარეო დაზვერვამ დაასრულა რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების ადგილსამყოფლის კონკრეტული, ზუსტი მისამართების მოძიების ამოცანა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა თავის პარტნიორებს გადასცემს იმ ბავშვების სიებს, რომლებიც უნდა დაბრუნდნენ.
"ეს მგრძნობიარე საკითხია; მიმდინარეობს უამრავი ჩუმი დიპლომატიური სამუშაო და იმისათვის, რომ ხელი შევუშალოთ რუსეთის მხრიდან ნებისმიერი მცდელობის მტკიცებას, თითქოს არაფერი იციან ჩვენი ბავშვების შესახებ, ჩვენ ვმუშაობთ მისამართების მიწოდებაზე. პირველი ასეთი სია - 300-ზე მეტი სახელი და მისამართი გატაცებული ბავშვებისა, ყველა იმ ლიდერის მაგიდაზე იქნება, ვინც გვეხმარება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დმიტრო ლუბინეცმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინიდან 19,500-ზე მეტი ბავშვი გაიყვანა.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინამ რუსეთიდან 1,625 ბავშვის დაბრუნება შეძლო.
უკრაინა სთხოვს პარტნიორებს, დაეხმარონ ყველა გატაცებული ბავშვის დაბრუნებაში.
აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია იყო მიზეზი, რის გამოც ჰააგაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ დაპატიმრების ორდერი გასცა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


