
ავტორი
Front News საქართველო
რუსეთმა უკვე 15-ჯერ გადასწია დონეცკის ოლქის სრული ოკუპაციის საბოლოო ვადა და ახალ თარიღად 2026 წლის 31 დეკემბერი დააწესა, თუმცა საბოლოო თარიღი არც ეს არის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა გამუდმებით ოცნებობს დონბასზე. მათ ეს ილუზია უკვე 15-ჯერ ჰქონდათ - თითქოს დონბასს მთლიანად დაიპყრობენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან გაიხსენა, რომ 2022 წელს არსებობდა ბოლო ვადა 31 მარტი, შემდეგ 9 მაისი, 1 ივნისი, 15 სექტემბერი და 31 დეკემბერი. 2023 წელს რუსმა დიქტატორმა დონბასის ასაღებად კიდევ ორი ვადა დააწესა: 1 მარტი და შემდეგ 31 დეკემბერი.
„2024 წელი - ისევ ეს ორი ვადა. 2025 წელს, როდესაც რუსები ცდილობდნენ პრეზიდენტი ტრამპის დარწმუნებას, რომ უკრაინა თითქოს დაცემის პირას იყო, დონბასის ხელში ჩასაგდებად უკვე სამი ვადა არსებობდა: 1 სექტემბერი, 1 დეკემბერი და 25 დეკემბერი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, 2026 წელს კრემლმა კვლავ გადადო დონეცკის ოლქის დაკავების თარიღი. თავდაპირველად, რუსები დონბასის ოკუპაციას 31 მარტისთვის გეგმავდნენ, შემდეგ 1 სექტემბრისთვის, ახლა კი ვადა 31 დეკემბრამდე დაადგინეს.
"თუ პუტინს სურს კიდევ ერთი მილიონი თავისი ჯარისკაცი შესწიროს, რომ კვლავ ამ კედელს შეასკდეს, მაშინ რუსეთის იმ მილიონ მოქალაქეს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან მობილიზებული რუსულ არმიაში და ბენზინის რიგებში დავობენ, მართებთ დაფიქრდნენ, რა ელით მომავალში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინამ რუსეთს არაერთხელ შესთავაზა ომის დასრულების ფორმატები, თუმცა მოსკოვი ჯიუტად ამბობს უარს რეალურ მშვიდობაზე და იერიშების გაგრძელებას ამჯობინებს, ამიტომ ომის გაგრძელების სურვილისთვის მეტი დაბრკოლების შექმნაა საჭირო.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს