Logo

ზელენსკი - რუსეთს ჩრდილოეთიდან ომის გაფართოების ხუთი სცენარი აქვს, უკრაინა აუცილებლად დაიცავს თავს

უკრაინა
176
Frontnews image description

რუსეთს ომის ესკალაციის ხუთი სცენარი აქვს. უკრაინა პოტენციური საფრთხის გათვალისწინებით, ამ მიმართულებით თავის ძალებს გაზრდის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მან  შტაბის სხდომის შედეგები წარადგინა, რომლის დროსაც გაანალიზდა სადაზვერვო მონაცემები რუსეთის მიერ ჩერნიგოვ-კიევის მიმართულებიდან შეტევითი ოპერაციების დაგეგმვის შესახებ.

"უკრაინა აუცილებლად დაიცავს თავს და ჩვენი ამოცანა ახლა ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებაა, რათა რუსეთის მიერ ჩრდილოეთ უკრაინაში ომის გაფართოების ხუთი სცენარიდან არცერთი არ იყოს წარმატებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა ოკუპანტების ქმედებების ყველა შესაძლო სცენარზე რეაგირებას ამზადებს, თუ რუსეთი აგრესიის ესკალაციას გადაწყვეტს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებაზე უკრაინის ძალები გაიზრდება.

„მე დავავალე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოამზადოს დამატებითი დიპლომატიური ზომები ბელარუსის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ომის შემდგომი გაფართოებისთვის. უკრაინის სადაზვერვო სამსახურებს ასევე აქვთ შესაბამისი არასაჯარო ამოცანები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები