ზელენსკი – რუსი ტერორისტები აგრძელებენ საევაკუაციო გზების, პუნქტების, ნავების დაბომბვას


ავტორი
Front News საქართველო
რუსი ოკუპანტები აგრძელებენ დანაშაულის ჩადენას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“რუსი ტერორისტები აგრძელებენ საევაკუაციო გზების, ევაკუაციის პუნქტების, ნავების დაბომბვას, რომლებიც ხალხს გამოჰყავს… დღეს, ერთ-ერთი ასეთი დაბომბვის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, ვუსამძიმრებ ნათესავებსა და მეგობრებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, დაშავდა კიდევ ათი ადამიანი, მათგან ორი პოლიციელი.
როგორც მან აღნიშნა, ევაკუაცია განხორციელდა სოფელ კარდაშინკადან, რომელიც მდებარეობს ხერსონის ოლქის ოკუპირებულ მარცხენა სანაპიროზე.
“ოკუპანტებმა შექმნეს ეს კატასტროფა კაშხლის აფეთქებით, ხალხი ბედის ანაბარა დატოვეს დატბორილ ქალაქებსა და სოფლებში და ამის შემდეგ ცეცხლი გაუხსნეს ნავებს, რომლებიც ადამიანების გამოყვანას ცდილობენ… მხეციც კი უფრო მორალურია, ვიდრე თქვენ, რუსეთის სახელმწიფო“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს