ზელენსკი - რუსული დელეგაციის საკმაოდ დაბალი დონის მიუხედავად, გადავწყვიტე, ჩვენი დელეგაცია სტამბოლში გამეგზავნა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს, უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ სტამბოლში მოლაპარაკებებზე გაგზავნილი დელეგაცია აჩვენებს, რომ მოსკოვი რეალურ დიალოგს სერიოზულად არ უყურებს, დელეგაციაში არ შედიან აგრესორი ქვეყნის ის ოფიციალური პირები, რომლებიც რეალურად იღებენ გადაწყვეტილებებს.
"რუსული დელეგაციის საკმაოდ დაბალი დონის მიუხედავად, მაგრამ პრეზიდენტ ტრამპის, თურქული დელეგაციის და პრეზიდენტ ერდოღანის მაღალი დონის პატივისცემის გამო და იმის სურვილით, რომ დეესკალაციისა და ომის დასრულებისკენ (ცეცხლის შეწყვეტა) პირველი ნაბიჯები მაინც გადამედგა, გადავწყვიტე, ჩვენი დელეგაცია სტამბოლში გამეგზავნა, მაგრამ არა ყველა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებებს არ დაესწრებიან უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ვასილ მალიუკი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი.
„თუმცა, დელეგაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი უხელმძღვანელებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსული მხარის კონტრპარტნიორი იქ არ იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
რუსეთი დიდი ხანი საიდუმლოდ ინახავს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე თავისი დელეგაციის შემადგენლობას. უკრაინა ელოდა, რომ დიალოგი უმაღლეს დონეზე წარიმართებოდა, თუმცა პუტინმა მოლაპარაკებებზე მის ნაცვლად დაბალი დონის დელეგაცია გაგზავნა, რომელსაც მისი თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა