ზელენსკი – რუსული ტერორის შესაჩერებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს


ავტორი
Front News საქართველო
არსებობს მხოლოდ ერთი გზა, რომ შეაჩეროს რუსული ტერორი, რომელიც ყოველდღიურად სპობს მშვიდობიანი უკრაინელების სიცოცხლეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა რუსების დღევანდელი დაბომბვა სუმისა და დონეცკის ოლქებში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ ათობით თავდასხმისა, რომელიც ოკუპანტებმა ერთ დღეში განახორციელეს.
“რუსული ტერორის შეჩერებისა და უსაფრთხოების აღდგენის მხოლოდ ერთი გზა არსებობს ჩვენს ყველა ქალაქსა და საზოგადოებაში, სუმის რეგიონიდან დონბასამდე, ხარკოვიდან ხერსონის რაიონამდე, კიევის რეგიონიდან იალტამდე. და ეს გზა უკრაინის სამხედრო გამარჯვებაა. სხვა გზა არ არის და არც იქნება.
დადგება დღე, როდესაც ვიტყვით: ბოლო კაფირი გაიქცა ან მოკლეს დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკის ოლქებში და მთელ ჩვენს სამხრეთში.
ყირიმიც ისევ თავისუფალი და უსაფრთხო იქნება. უკრაინა ყველაფერს დაიბრუნებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს