Logo

ზელენსკი - სამართლიანია, ირანელ ხალხს მიეცეს შანსი, თავი დააღწიოს ტერორისტულ რეჟიმს

უკრაინა
196
Frontnews image description

სამართლიანია, ირანელ ხალხს მიეცეს შანსი, თავი დააღწიოს ტერორისტულ რეჟიმს - თავი დააღწიონ მას და უზრუნველყონ უსაფრთხოება ყველა იმ ერისთვის, ვინც ირანიდან წარმოშობილი ტერორისგან დაზარალდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ირანის რეჟიმმა აირჩია პუტინის თანამზრახველი გამხდარიყო და მას „შაჰედის“ ტიპის დრონები მიაწოდა და არა მხოლოდ დრონები, არამედ ტექნოლოგიებიც.

"ვხედავთ, რომ ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. სამწუხაროდ, უკრაინამ კარგად იცის, რაშიც არის საქმე. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები არასდროს ემუქრებოდნენ ირანს, ირანის რეჟიმმა აირჩია პუტინის თანამზრახველი გამხდარიყო და მას „შაჰედის“ ტიპის დრონები მიაწოდა და არა მხოლოდ დრონები, არამედ ტექნოლოგიებიც. ირანმა რუსეთს სხვა იარაღიც მიაწოდა.

ამ სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში, რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ 57 000-ზე მეტი "შაჰედის" ტიპის თავდასხმის დრონი გამოიყენეს - ჩვენი ხალხის, ჩვენი ქალაქების და ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. სხვა ერებმაც დაზარალდნენ ამ ტერორისგან. ამიტომ, სამართლიანია, ირანელ ხალხს მიეცეს შანსი, თავი დააღწიონ ტერორისტულ რეჟიმს - თავი დააღწიონ მას და უზრუნველყონ უსაფრთხოება ყველა იმ ერისთვის, ვინც ირანიდან წარმოშობილი ტერორისგან დაზარალდა.

ჩვენი პოზიცია კარგად არის ცნობილი და უკრაინამ არაერთხელ განაცხადა ეს, მათ შორის ბოლო დროს. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე შევინარჩუნოთ. მნიშვნელოვანია, რომ ომის გაფართოება თავიდან ავიცილოთ. მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები გადამწყვეტად მოქმედებდეს. როდესაც ამერიკული მტკიცე გადაწყვეტილება არსებობს, გლობალური დამნაშავეები სუსტდებიან", - განაცხადა ზელენსკიმ.

28 თებერვალს, ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივი დარტყმა განახორციელეს. თავდასხმა მოხდა თეირანთან ბირთვული შეთანხმების შესახებ კიდევ ერთი ჩაშლილი მოლაპარაკებების ფონზე. 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მალევე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ამერიკამ დაიწყო სამხედრო კამპანია ამჟამინდელი რეჟიმის მიერ წარმოქმნილი საფრთხეების აღმოსაფხვრელად. ტრამპის თქმით, ოპერაციის მთავარი მიზანი ამერიკელი ხალხისა და მოკავშირეების დაცვაა.

საპასუხოდ, ირანმა რაკეტები გაისროლა ისრაელის მიმართულებით და ასევე დაარტყა აშშ-ის სამხედრო სამიზნეებს, სულ მცირე, ბაჰრეინში, კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში.

ისრაელის მედიის ცნობით, ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი შესაძლოა, დღევანდელი დარტყმების შედეგად დაიღუპა, ამ დროისთვის მისი ბედი უცნობია. თუმცა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას უარყოფს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები