ზელენსკი – სამარცხვინო გულგრილობა ახალისებს ტერორისტებს


ავტორი
Front News საქართველო
მსოფლიოში ზოგიერთ დონეზე სამარცხვინო გულგრილობაა იმ ეკოციდისა და ადამიანური ტრაგედიის მიმართ, რომელიც რუსი ოკუპანტების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დანგრევით მოხდა, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ახლა, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მსოფლიოს ზოგიერთ დონეზე სამარცხვინო გულგრილობაა ეკოციდის და ადამიანური ტრაგედიის მიმართ, რომელიც გამოწვეულია რუსეთის ტერაქტის შედეგად კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე. როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც უნდა დაიცვან სიცოცხლე, ერთ კვირაშიც კი ვერ ახერხებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამაშველო მისიის შექმნას და გაგზავნას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ზოგიერთი გლობალური აქტორი ყოყმანობს გამოვიდეს მკაფიო და მტკიცე განცხადებებით, რომლებიც დაგმობს რუსეთის კიდევ ერთ დანაშაულს.
“ტერორისტები უბრალოდ იკვებებიან ამ სისუსტით, ამ გულგრილობით. ეს მათ ახალისებთ. ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს და დავძლევთ. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო მხარდაჭერისკენ ხერსონის რეგიონის იმ ნაწილში, სადაც ახლა ოკუპანტები არიან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს