Logo

ზელენსკი – სამიტის შედეგები უკრაინისთვის კარგია, მაგრამ მოწვევა იდეალური იქნებოდა

უკრაინა
480
Frontnews image description

შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სამიტის შედეგები არის პოზიტიური, თუმცა ნატოში მოწვევა რომ მიგვეღო, იდეალური იქნებოდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

“რაც შეეხება მოწვევას, მე მესმის, რომ ეს არის ტექნიკური სიგნალი, მაგრამ თუ ამას განვიხილავთ, როგორც უკრაინული საზოგადოების მოტივაციის სერიოზულ ფაქტორს, მაშინ ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი.

 

ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ, გვესმის, რომ ზოგს ნამდვილად ეშინია ახლა ჩვენს წევრობაზე ლაპარაკი, არავის არ უნდა მსოფლიო ომი. ეს გასაგები და ლოგიკურია… უკრაინას ესმის, რომ არ შეიძლება იყოს ნატოს წევრი, სანამ ომია. ჩვენ დღეს ბევრს შევხვდით, უკრაინა გახდება ნატოს წევრი მაშინ, როცა ნამდვილად შესაფერისი პირობები იქნება, ვგულისხმობ, როცა უსაფრთხოება იქნება ჩვენს მიწაზე.

 

ჩვენ ჯერ არ ვართ ნატოში, მაგრამ რეალობაა, რომ ჩვენი დაცვაა ის მხარდაჭერა, რომელიც მოდის მსოფლიოს საზოგადოების მხრიდან უკრაინისადმი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს განასახიერებს უკრაინას, როგორც ნატოს მომავალ სრულუფლებიან წევრს და როგორც უსაფრთხოების გარანტს, განასახიერებს უკრაინას, რომელიც არის გამარჯვებული ამ ომში თავისუფლებისა და ღირებულებებისთვის.

 

ევროკავშირის კანდიდატობა ასევე იყო სიგნალი. კანდიდატობა ევროკავშირის წევრობა არ არის, მაგრამ უკრაინის მძლავრი მობილიზაციაა. არის მძლავრი სიგნალი რუსეთისთვის: უკრაინა არა სხვა გაერთიანების წევრია, არამედ სურს იყოს კონკრეტულად ევროკავშირის წევრი. და ეს იქნება კონკრეტულად დამოუკიდებელი სახელმწიფო. რაც შეეხება მოწვევას, ესეც სიგნალია”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

Advertisement