ზელენსკი სამხრეთ კორეის პრეზიდენტს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამხრეთ კორეის ლიდერს იუნ სოკ იოლს შეხვდა, რომელიც დღეს კიევში დაუანონსებელი ვიზიტით ჩავიდა.
“დღეს კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი და პირველი ლედი კიმ კონგ ჰი უკრაინაში იმყოფებიან. ამ ვიზიტის დროს – პირველი ჩვენი ურთიერთობების ისტორიაში – განვიხილავთ ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია ნორმალური და უსაფრთხო ცხოვრებისთვის. ხალხი, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა შემდეგი საკითხები განიხილეს: დეპორტირებული მოზრდილებისა და ბავშვების დაბრუნება; უკრაინული მშვიდობის ფორმულის განხორციელება;მზადება გლობალური მშვიდობის სამიტისთვის; სურსათისა და ენერგეტიკული უსაფრთხოება; ეკონომიკური თანამშრომლობა.
“დარწმუნებული ვარ, ერთად ჩვენ მეტ ძალას მივცემთ ჩვენს ხალხებს და უკრაინისა და კორეის რესპუბლიკის გლობალურ პოზიციებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს