Logo

ზელენსკი - სამშვიდობო გეგმა 90%-ით შეთანხმებულია, უსაფრთხოების გარანტიები 100%-ით

უკრაინა
187
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა უკვე 90%-ით შეთანხმებულია. ამავდროულად, აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები 100%-ით არის დასრულებული.

"20-პუნქტიანი გეგმა 90%-ით შეთანხმებულია, აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები 100%-ით არის უზრუნველყოფილი, აშშ-სა და ევროპის გარანტიები 90%-ით არის უზრუნველყოფილი, სამხედრო განზომილება 100%-ით არის უზრუნველყოფილი, ხოლო კეთილდღეობის გეგმა საბოლოო ეტაპზეა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც დაადასტურა, რომ შეთანხმების 95%-ით მიღწეულია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები