Logo

ზელენსკი სამუშაო ვიზიტით თურქეთში ჩავიდა, სადაც მას უმეროვი დახვდა

უკრაინა
127
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა.

აეროპორტში მას, სხვა პირებთან ერთად, ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი დახვდა.

როგორც ზელენსკის ჩასვლის ვიდეოში ჩანს, უკრაინის პრეზიდენტს ანკარაში თურქი ოფიციალური პირები დახვდნენ.

კადრებში ასევე ფიგურირებს რუსტემ უმეროვი, რომელიც ერთი დღით ადრე თურქეთში საქმიანი ვიზიტით გაემგზავრა.

ზელენსკი დღეს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ ვიტკოფთან მოლაპარაკებებს გამართავს.

ბოლო დღეების განმავლობაში ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა თითქოს ქვეყანა დატოვა და უკრაინაში დაბრუნებაზე უარს ამბობდა, რაც საბჭომ მაშინვე უარყო.

Advertisement