Logo

ზელენსკი – სანამ უკრაინა დგას, მსოფლიოს აქვს შანსი, თავიდან აიცილოს გლობალური ომის დაწყება

უკრაინა
504
Frontnews image description

რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ მას შეუძლია ევროპისა და სხვა ალიანსების გაყოფა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტის შედეგებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ზელენსკის თქმით, პუტინი შესაძლოა, ევროპის “დანგრევას” სხვა სახელმწიფოებში შეჭრის პროვოცირებით შეეცადოს. დიქტატორმა შესაძლოა, ნატოს რომელიმე ქვეყანაში შეჭრასაც კი სცადოს.

 

“თავიდან უნდა იქნეს აცილებული ერთიანობის დარღვევის მცდელობა. სამწუხაროდ, ჩვენ ვიხდით ჩვენი სიცოცხლით, მაგრამ სანამ უკრაინა დგას, მსოფლიოს აქვს შანსი, თავიდან აიცილოს გლობალური ომის დაწყება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

Advertisement