Logo

ზელენსკი – სანქციების დარღვევა უნდა განიხილებოდეს, როგორც ომში თანამონაწილეობა

უკრაინა
911
Frontnews image description

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა უნდა განიმარტოს, როგორც ომში თანამონაწილეობა. ვინც რუსებს სიცოცხლის განადგურებაში ეხმარება, პასუხი უნდა აგოს მასზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ 1 თებერვლის ღამეს მტერმა უკრაინაზე თავდასხმის მიზნით 165 სხვადასხვა ტიპის რაკეტა და დრონი გამოიყენა, დაზარალდა პოლტავას, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქები.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მტერი ვერ შეძლებდა მსგავსი ზარალის მიყენებას, თუ მტრის იარაღს არ ექნებოდა სხვა ქვეყნების წარმოებული კომპონენტები.

“ყველა ეს “ისკანდერები”, “კალიბრები” და მკვლელობის სხვა საშუალებები – ასობით და თუნდაც ათასობით კომპონენტია სხვა ქვეყნებიდან. ევროპის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან და თუნდაც ამერიკიდან. ასეთი კრიტიკული კომპონენტების გარეშე, რუსეთს არ ექნება საშუალება, დაანგრიოს სხვა ხალხის ცხოვრება.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები იყოს ძლიერი და ისეთი, რომ მათი გვერდის ავლა არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს. არ უნდა არსებობდეს ერთი გზა რუსეთისთვის თავდაცვის წარმოებისთვის კრიტიკული კომპონენტების მიწოდებისთვის. სანქციების დარღვევა უნდა განიხილებოდეს, როგორც ომში თანამონაწილეობა და მათ, ვინც სიცოცხლის განადგურებას უწყობს ხელს, პასუხი უნდა აგონ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement