Logo

ზელენსკი სექტემბრის ბოლოს აშშ-ში გაემგზავრება

უკრაინა
776
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ თვეში ნიუ-იორკში გაეროში მსოფლიო ლიდერების ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრება, – ამის შესახებ ალბანეთის ელჩმა გაეროში ფერიტ ხოჯამ განაცხადა.

 

ასევე მოსალოდნელია, რომ ზელენსკი მიიღებს მონაწილეობას გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში უკრაინასთან დაკავშირებით.

 

მსოფლიო ლიდერები ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე შეკრებას 18 სექტემბერს დაიწყებენ.

 

უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა 20 სექტემბერს გაიმართება.

 

Advertisement