Logo

ზელენსკი - შევთანხმდით გადაწყვეტილებებზე, რომლებიც შეიძლება დაგვეხმაროს, ჯერჯერობით ყველა დეტალს არ გავამჟღავნებთ, რომ პუტინს საქმე უფრო გავართულოთ

უკრაინა
233
Frontnews image description

"მსურველთა კოალიციის" დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდა გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება დაეხმაროს როგორც უკრაინას, ასევე მის მოკავშირეებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დაწესდება. ეს შეზღუდვები შეერთებული შტატების მიერ დაწესებული შეზღუდვების მსგავსი იქნება.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ვაშინგტონის სანქციები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალიან გონივრული ნაბიჯია -  სანქციები ორი რუსული ნავთობკომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც დიდი მოცულობის ნავთობის ექსპორტს ახდენენ.

მისივე თქმით, კოალიციის ყველა წევრი შეთანხმდა, რომ ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს რუსეთის ნავთობზე, ნავთობკომპანიებზე, ტერმინალებსა და ტანკერების ფლოტზე.

"დღეს ჩვენ შევთანხმდით გადაწყვეტილებებზე, რომლებიც შეიძლება დაგვეხმაროს. ჯერჯერობით ყველა დეტალს საჯაროდ არ გავამჟღავნებთ, რათა პუტინს საქმე უფრო გავართულოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსები ამბობენ, რომ სანქციები მათ ეკონომიკაზე გავლენას არ ახდენს, რუსეთში კვლავ შეინიშნება ბენზინგასამართი სადგურების რიგები, რეგიონების გაკოტრება და ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი.

"სანქციები პუტინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ზომაა, პირადად მისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

Advertisement