ზელენსკი შვეიცარიას გლობალური სამშვიდობო სამიტის მოწყობის ორგანიზებას სთავაზობს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს შვეიცარიის პარლამენტს სიტყვით მიმართა. მან შვეიცარიელ ხალხს უკრაინის მიმართ გამოჩენილი სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.
სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ შვეიცარიას გლობალური სამშვიდობო სამიტის მოწყობის თხოვნით მიმართა, რომელიც ომის დასრულების შესახებ უკრაინის სამშვიდობო ფორმულის განხილვას მიეძღვნება. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს შვეიცარიის განსაკუთრებული კომპეტენციაა.
ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა შვეიცარიელ ხალხს უკრაინისადმი სოლიდარობისთვის. გარდა ამისა, მან აღნიშნა უკრაინაში იარაღის რეექსპორტის მნიშვნელობა ომის დასასრულებლად და არაერთხელ გაიმეორა, რომ მისი ქვეყანა არ არის ამ კონფლიქტისა და ძალადობის წყარო და რომ საფრთხე “გარედან“ მოდის.
უკრაინა და მოკავშირეები გეგმავენ სამშვიდობო ფორმულის სამიტის გამართვას სხვა ქვეყნების ლიდერების მონაწილეობით, რუსეთის გარეშე. სამიტის გამართვის სურვილი დანიამ და შვედეთმა უკვე გამოთქვეს.
ზელენსკიმ მშვიდობის უკრაინის ფორმულა 2022 წლის ნოემბერში წარადგინა. სამშვიდობო გეგმა 10 პუნქტისგან შედგება და ითვალისწინებს ტერიტორიაზე უკრაინის კონტროლის აღდგენას, ტყვეების დაბრუნებას, ომის დამნაშავეების სისხლის სამართლებრივ დევნას.
ასევე, უკრაინის მშვიდობის ფორმულა ითვალისწინებს რადიაციული, ბირთვული, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიებში.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს