ზელენსკი სომხეთსა და აზერბაიჯანში არ ჩავა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სომხეთსა და აზერბაიჯანს არ ეწვევა, – ინფორმაციას Radar Armenia ავრცელებს.
“უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ ჩავა რეგიონში – არც სომხეთში და არც აზერბაიჯანში – ბაქოს მიერ ვიზიტის გაუქმების გამო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკი ერევანსა და ბაქოში მარტში უნდა ჩასულიყო.
სომხეთი მხარს არ უჭერს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და პერიოდულად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის საკითხში. გარდა ამისა, ერევანი უკრაინას პერიოდულად ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




