ზელენსკი – თანდათან ვუახლოვდებით საკუთარი რაკეტების გამოყენების შესაძლებლობას


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა მომავალში საკუთარი რაკეტების გამოყენებას გეგმავს, ქვეყნის სარაკეტო პროგრამა კარგად ვითარდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ჩვენს სარაკეტო პროგრამას აქვს კარგი დინამიკა და მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული ამოცანაა, ჩვენ თანდათან ვუახლოვდებით საკუთარი რაკეტების გამოყენების შესაძლებლობას და არ დავეყრდნოთ მხოლოდ პარტნიორების მიერ მოწოდებულ რაკეტებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, დროთა განმავლობაში უკრაინა თავდაცვის საკითხში მაქსიმალურად დამოუკიდებელი უნდა გახდეს, რადგან ასეთი სახელმწიფოებისთვის “ყოველთვის უფრო ადვილია ეფექტური მოკავშირეების პოვნა და საკუთარი ინტერესების რეალიზება“.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს