ზელენსკი – თუ აშშ დახმარებას შეამცირებს, უკრაინამ შესაძლოა, წააგოს


ავტორი
Front News საქართველო
თუ შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემცირებას გადაწყვეტს, ჩვენი ქვეყანა დიდი ალბათობით, წააგებს. საკუთარი წარმოება საკმარისი არ არის წინააღმდეგობის გასაწევად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-სთან ინტერვიუში განაცხადა.
საუბრის დროს ჟურნალისტმა პრეზიდენტს მოლაპარაკებების შესაძლებლობის შესახებ მისი ბოლოდროინდელი განცხადებების დაზუსტება სთხოვა, კერძოდ, საუბარია ზელენსკის უკრაინულ რადიოსთან ინტერვიუზე, სადაც მან განაცხადა: ”ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ამ ომის დროს ჩვენმა ხალხმა და მე პირადად შეერთებულ შტატებთან, ტრამპთან, ბაიდენთან და ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებების დროს დავამტკიცეთ, რომ “დაჯექი და მოუსმინე“ რიტორიკა ჩვენთან არ მუშაობს”.
ამ კონტექსტის გახსენებისას, Fox News-ის ჟურნალისტმა ჰკითხა ზელენსკის, რა მოხდება, თუ აშშ-ის მთავრობა შეამცირებს უკრაინის სამხედრო დახმარებას, რაზეც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში უკრაინა დიდი ალბათობით წააგებს.
“თუ შეამცირებენ, ვფიქრობ, რომ წავაგებთ, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვიბრძოლებთ, გვაქვს ჩვენი წარმოება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი გასამარჯვებლად, არ არის საკმარისი გადასარჩენად, მაგრამ თუ ამერიკული არჩევანი ასეთი იქნება, ჩვენ გადავწყვეტთ, რა გავაკეთოთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს