Logo

ზელენსკი – თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანები, შეგვიძლია დავასრულოთ ომის ცხელი ეტაპი, შეგვიძლია ვეცადოთ, რომ ეს მოხდეს ამ წლის ბოლომდე

უკრაინა
21.07.2024 / 17:23
Frontnews image description

უკრაინა ამზადებს საპასუხო გეგმას, რომელსაც შესთავაზებს რუსეთს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

 

“თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანები და მივყვებით, მაგალითად, სამშვიდობო სამიტის ფორმატს, შეგვიძლია დავასრულოთ ომის ცხელი ეტაპი, შეგვიძლია ვეცადოთ, რომ ეს მოხდეს ამ წლის ბოლომდე. გეგმა ნებისმიერ შემთხვევაში მზად იქნება. (…)

 

მაგრამ გეგმა უნდა იყოს შეთანხმებული პარტნიორებთან. ისე, რომ არავინ ითამაშოს თავისი ინიციატივებით ომის დასრულების შესახებ. ეს შემდეგ იქნება დამოკიდებული პარტნიორებზე, რომლებიც განახორციელებენ ზეწოლას რუსეთზე, რათა რუსეთი დათანხმდეს, დაჯდეს და იფიქროს ომის დასრულებაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

ზელენსკის თქმით, ომის დასრულება არ ნიშნავს ყველა ტერიტორიის ძალით დაპყრობას. მისი თქმით, ამაში “დიპლომატიის ძალას” დახმარება შეუძლია, მაგრამ უკრაინას ბრძოლის ველზე მაინც ძლიერი უნდა იყოს.

 

“სასურველია უკან არ დავიხიოთ, ასევე სასურველია ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც რუსეთს დაასუსტებს. ის დაიწყებს უკან დახევას. ეს უბრალოდ მოგვცემს უფრო ძლიერ პოზიციას მოლაპარაკების მაგიდასთან. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებელია ყველა ტერიტორიის დაბრუნება მხოლოდ იარაღით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

ამასთან, ზელენსკიმ არ გამორიცხა უშუალოდ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა.

 

“მეორე სამშვიდობო სამიტზე – თუ გეგმა მთლიანად მზად იქნება და რუსეთი მზად იქნება ამ გეგმაზე და ომის დასრულებაზე გაეროს წესდების შესაბამისად სასაუბროდ, ასევე ყველა იმ კრიზისის გადაწყვეტაზე, რაც მათ მოიტანა – მაშინ ჩვენ მზად ვიქნებით ვისაუბროთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად რუსეთის წარმომადგენლებთან. იქნება თუ არა ეს პუტინი რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენ დაველაპარაკებით მათ, ვინც რუსეთში ყველაფერს წყვეტს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

Advertisement