Logo

ზელენსკი – თუ პუტინი მოკვდება, ომი დასრულდება

უკრაინა
530
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ თუ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი მოკვდება, ომი უკრაინაში დასრულდება.

 

Netflix-თან ინტერვიუში დევიდ ლეტერმანის კითხვაზე – “მოდით წარმოვიდგინოთ, რომ პუტინი გაცივდეს და მოკვდეს, ან შემთხვევით ფანჯრიდან გადავარდეს და მოკვდეს, გაგრძელდება ომი?” ზელენსკი პასუხობს, რომ ომი არ იქნება.

 

არა. ომი არ იქნება, ავტორიტარული რეჟიმი საშინელია. არსებობს მაღალი რისკი, რომ ყველაფერი ერთმა ადამიანმა გადაწყვიტოს. 

 

ასე რომ, როცა ეს ერთი ადამიანი მიდის, ყველა ინსტიტუტი ჩერდება. მსგავსი რამ მოხდა საბჭოთა კავშირშიც. ყველაფერი გაჩერდა. მე მჯერა, რომ თუ ის იქ არ იქნება, მათთვის რთული იქნება. ისინი ყურადღებას გაამახვილებენ შიდა პოლიტიკაზე და არა საგარეო პოლიტიკაზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსები იბრძოლებენ დემოკრატიისთვის, როცა გააცნობიერებენ, რომ სრულ იზოლაციაში არიან.

Advertisement