ზელენსკი – თუ რომელიმე კომპანია ან სახელმწიფო ეხმარება რუსეთს ნავთობით ვაჭრობაში, მას ასევე უნდა დაუწესდეს სანქციები

ავტორი
Front News საქართველო
ნებისმიერს კომპანიას ან სახელმწიფოს, რომელიც რუსეთს ნავთობით ვაჭრობაში დაეხმარება, სანქციები უნდა დაუწესდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
“უახლოეს მომავალში, ჩვენ ველით რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვების ამოქმედებას ნავთობის საკითხზე. რუსული ნავთობის იმპორტის წინააღმდეგ მიმართული სანქციების სამართლიანი ნაწილი რუსეთის მხრიდან ნებისმიერი მცდელობის დაბლოკვას უნდა გულისხმობდეს.
თუ რომელიმე კომპანია ან სახელმწიფო ეხმარება რუსეთს ნავთობით ვაჭრობაში, მას ასევე უნდა დაუწესდეს სანქციები. რუსული სამხედრო ტერორისტული მანქანის ნებისმიერი სპონსორობა უნდა შეწყდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი




