ზელენსკი – თუ უკრაინა დამარცხდება, აშშ-ს მოუწევს არჩევანის გაკეთება – ომი თუ ნატოს დაშლა


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთთან ომში უკრაინის წაგება ამერიკის შეერთებულ შტატებს არჩევანის წინაშე დააყენებს – იბრძოლოს ან დაუშვას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაშლა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
“სენატორი ან კანდიდატი (აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე), რომელსაც სჯერა, რომ ეს (დახმარება უკრაინას) ძალიან ძვირია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, არის თუ არა მზად ომში წასასვლელად ან შვილების ომში გაგზავნისთვის? მზად არის სიკვდილისთვის? – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, თუ უკრაინა ომს წააგებს, მაშინ რუსეთი არ გაჩერდება და უფრო შორს წავა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში.
“ისინი (რუსები) დაიწყებენ ომს ნატოს ქვეყნებთან. შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწევს არჩევანის გაკეთება: ნატოს დაშლა ან ომი”, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს