ზელენსკი – თუ ვიღაც ევროპაში ცდილობს მოაგვაროს საკითხები სხვების ზურგს უკან, რატომ უნდა გავითვალისწინოთ მისი ინტერესები?


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ მივაღწიეთ ევროპაში ერთიანობას და ვმოქმედებთ ერთად, რაც ნიშნავს, რომ პუტინმა ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს – მან ვერ დაყო ევროპა. ჩვენ შევინარჩუნებთ ამ ერთობას და მივაღწევთ ხანგრძლივ მშვიდობას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“პუტინი ვერ ამყარებს ურთიერთობებს ჭეშმარიტად ძლიერ ლიდერებთან და ეს არის ჩვენი უპირატესობა, მაგრამ ეს უპირატესობა არსებობს მხოლოდ მანამ, სანამ ჩვენ ერთიანები ვართ. ის შეიძლება შეეცადოს, რომ დაელაპარაკოს რომელიმე კონკრეტულ ლიდერს, შეეცადოს, რომ დააშანტაჟოს ის, რათა ამ ერთმა უღალატოს სხვებს და ამით დასუსტდეს ჩვენი ერთიანობა.
დიახ, ყველა თავად აკეთებს არჩევანს, თუ როგორი მემკვიდრეობა უნდა დატოვოს, მაგრამ თუ ვიღაც ევროპაში ცდილობს მოაგვაროს საკითხები სხვების ზურგს უკან, თუ ვინმეს სურს, რომ ჩავიდეს ომის დედაქალაქში და იქ ილაპარაკოს საკითხების მოგვარებაზე უკრაინის ინტერესების ხარჯზე, მაშინ რატომ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ ამ ადამიანის ინტერესები? გამოდის, რომ ევროკავშირსაც და ნატოსაც შეუძლიათ მოაგვარონ საკუთარი საკითხები ამ ერთი პიროვნების გარეშე”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
დიდ ბრიტანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი იმართება, რომელშიც 50 ევროპული სახელმწიფოს ლიდერი მონაწილეობს.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა