ზელენსკი – ტყვეების გაცვლის პროცესი გართულებულია


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ტყვეების გაცვლის პროცესი გართულებულია.
მისი თქმით, ვერ იტყვის, კონკრეტულად რა ართულებს გაცვლის პროცესს, რადგან “ეს არ იქნება ეთიკური“.
როგორც ზელენსკიმ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ახლა მუშაობა მიმდინარეობს სამხედროების საკმაოდ დიდი რაოდენობის დაბრუნებაზე და იმედია, ეს პროცესი წარმატებით დამთავრდება.
რაც შეეხება ბავშვებს, ზელენსკის თქმით, ისინი თანდათან ბრუნდებიან.
ყირიმელებზე საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს არის “რთული ისტორია”.
“საერთაშორისო ორგანიზაციებზე სათქმელი არაფერია: მათ ვერაფერი გააკეთეს. მე ამ საკითხზე ბევრი ვიმუშავე პრეზიდენტ ერდოღანთან. ჯერჯერობით, პატივცემულმა პრეზიდენტმა ერდოღანმა შედეგი ვერ აჩვენა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელების დასაბრუნებლად ცალკე მუშაობა მიმდინარეობს, კერძოდ, შვეიცარიასთან, ნორვეგიასთან და ზოგიერთ არაბულ ქვეყანასთან.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს