ზელენსკი – ტრამპი შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს რუსეთთან ომის დასრულებაში


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებაში. მას შეუძლია დაგვეხმაროს რუსეთის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის შეჩერებაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ტრამპს შეუძლია გადამწყვეტი იყოს, ჩვენთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მას შეუძლია გადამწყვეტი იყოს ამ ომში. მას შეუძლია შეაჩეროს პუტინი, ან, სამართლიანად რომ ვთქვათ, დაგვეხმაროს პუტინის შეჩერებაში. მას შეუძლია ამის გაკეთება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას უკვე ჰქონდა ტრამპთან რამდენიმე საუბარი.
“ვფიქრობ, ის ძლიერი და არაპროგნოზირებადია, ვისურვებდი, რომ ტრამპის არაპროგნოზირებადობამ შეაწუხოს რუსეთი. მე მჯერა, რომ მას ნამდვილად სურს ომის დასრულება. მჯერა, რომ ეს სიმართლეა“, – განაცხადა ზელენსკიმ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს