ზელენსკი – წარმატებით ვანადგურებთ მტერს სამხრეთით და დონეცკის ოლქში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელი ჯარისკაცები წარმატებით ანადგურებენ მტერს ფრონტის სამხრეთ სექტორში და დონეცკის რეგიონში, მათ შეძლეს წინსვლა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ფრონტი. სასტიკი ბრძოლები. სამხრეთი – ჩვენ ვანადგურებთ მტერს. დონეცკის რეგიონი – ჩვენ ვანადგურებთ მტერს. კუპიანსკის მიმართულება – რაც არ უნდა დაგეგმონ რუსმა ტერორისტებმა, ჩვენ გავანადგურებთ მტერს. სამხრეთში არის ჩვენი წინსვლა. გმადლობთ, მეომრებო, აღმოსავლეთით – ვამაგრებთ თავდაცვას”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა სამხედროებს, რომლებმაც დღეს რუსული Mi-24 ვერტმფრენის განადგურება შეძლეს. მისი თქმით, თითოეული ასეთი ჩამოგდება მნიშვნელოვანია.
ივნისის დასაწყისიდან უკრაინელმა სამხედროებმა ფრონტის რამდენიმე სექტორში აქტიური მოქმედებები დაიწყეს. ორ კვირაში მათ შეძლეს რუსებისგან რვა დასახლების გათავისუფლება.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს