ზელენსკი – წლის დასაწყისიდან რუს ტერორისტებმა 330-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 600-მდე დრონი გაუშვეს უკრაინის ქალაქებზე


ავტორი
Front News საქართველო
2024 წლის დასაწყისიდან რუსმა ტერორისტებმა უკრაინაში 330-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 600-მდე დრონი გაუშვეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“წლის დასაწყისიდან რუსეთმა 330-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 600-მდე საბრძოლო დრონი გაუშვა უკრაინის ქალაქებზე. ტერორისტების ასეთ ზეწოლას რომ გავუწიოთ წინააღმდეგობა, ჩვენ გვჭირდება საკმაოდ ძლიერი საჰაერო ფარი. და სწორედ საჰაერო ფარის, რომელსაც ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვაშენებთ“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის კონტროლი მის ცაზე გადამწყვეტია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად როგორც ფრონტის ხაზებზე, ასევე ქალაქებში, საავადმყოფოებსა და სკოლებში.
“რუსული ტერორი უნდა დავამარცხოთ – ეს მიღწევადია”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს