Logo

ზელენსკი - თუ რუსეთი მზად იქნება, შეწყვიტოს ჩვენს ენერგეტიკაზე თავდასხმები, ჩვენც მზად ვიქნებით, ანალოგიურად ვუპასუხოთ

უკრაინა
207
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევმა მოსკოვს ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება გადასცა.

"თუ რუსეთი მზად იქნება, შეწყვიტოს ჩვენს ენერგეტიკაზე თავდასხმები, ჩვენც მზად ვიქნებით, ანალოგიურად ვუპასუხოთ. რუსულმა მხარემ ასეთი წინადადება ამერიკელების მეშვეობით წამოაყენა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, აგრესორი ქვეყანა არ მოისურვებს მშვიდობის დამყარებას, თუ მას შეუძლია ომის დაფინანსება, ამიტომ მნიშვნელოვანია კრემლზე ზეწოლის გაგრძელება.

"ჩვენ, უკრაინაში, მუდმივად ვასრულებთ ამ სამუშაოს ჩვენს ნაწილს და ჩვენი გრძელვადიანი სანქციები კვლავ ძალიან ეფექტურია და ეფექტურად ამცირებს რუსეთის შემოსავლებს, პირველ რიგში, ნავთობის შემოსავლებს. ეს აბსოლუტურად სამართლიანია და რაც მთავარია, ზღუდავს რუსეთის შესაძლებლობას, გაახანგრძლივოს ეს ომი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მხოლოდ მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები აიძულებს რუსეთს განიხილოს ომიდან გამოსვლის სცენარი.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ნავთობის ბაზარი ამჟამად კრიზისშია ირანის გარშემო შექმნილი ვითარების გამო.

"ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებს, მათ შორის რუსეთს, ახლა მეტის გამომუშავება შეუძლიათ. ჩვენი დრონები და რაკეტები კი რუსეთის ამის გაკეთების შესაძლებლობას უზღუდავს", - განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები