Logo

ზელენსკი - რუსეთის წინააღმდეგობის გაწევით, უკრაინამ მსოფლიოს აჩვენა, რომ ყველაზე დიდი დამნაშავეების დამარცხებაც კი შესაძლებელია

უკრაინა
17 საათის წინ / 23:48
Frontnews image description

რუსეთის წინააღმდეგობის გაწევით, უკრაინამ მსოფლიოს აჩვენა, რომ ყველაზე დიდი დამნაშავეების დამარცხებაც კი შესაძლებელია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ყოველთვის თავისუფალი და თანასწორი დარჩება მსოფლიოს სხვა ერებს შორის.

მისივე თქმით, უკრაინის ბრძოლა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ნებისმიერ ერს, რომელიც მამაცურად და ერთგულად იცავს თავის უფლებებსა და სამართლიან მისწრაფებებს, მტკიცედ დადგეს უფრო ძლიერი მტრების წინააღმდეგაც კი, რომლებიც მას ტერიტორიით ან სამხედრო რესურსებით აღემატებიან, თუმცა რუსეთი სულით და გონებით უკრაინაზე დიდი არ არის.

"და ჩვენ, უკრაინაში, გვსურს ჩვენი, ჩვენი ყველა მიღწევის, ჩვენი ხალხის გმირობის დაცვა - რათა ამ ყველაფერმა სხვა ერებს ენერგია შემატოს, რათა ის, რაც ჩვენ მივაღწიეთ, თავისუფლებისთვის მებრძოლებს იმედის გაღვივებაში დაეხმაროს. თუ ასეთმა დამნაშავემ უკრაინის წინააღმდეგ უპირატესობა ვერ მოიპოვა, მაშინ ნებისმიერმა დამნაშავემ შეიძლება წააგოს. ეს არის ომის გლობალური მნიშვნელობა, რომელიც აქ და ახლა ევროპაში გრძელდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement