ზელენსკი – უბრალოდ სამარცხვინოა, რასაც აკეთებენ ისინი ახლა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ვმუშაობთ პარტნიორებთან კონკრეტულ ქმედებებზე


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, კიევი უკვე ამზადებს შესაბამისი სანქციების გადაწყვეტილებებს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოში შექმნილი ვითარება მხოლოდ მის მოსახლეობას არ ეხება.
მისივე თქმით, ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ის რუსეთზე აშკარა დამოკიდებულებისკენ მიჰყავს.
“უბრალოდ სამარცხვინოა, რასაც აკეთებენ ისინი ახლა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და როცა მოსკოვი აქებს ამ ხელისუფლებას საქართველოში, ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, თუ ვისთვის მუშაობენ ისინი ახლა თბილისში და ვისთვის არბევენ საპროტესტო აქციებს. საქართველოსთვის ნამდვილად არა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მან უკვე გასცა ბრძანება მომზადდეს შესაბამისი სანქციების გადაწყვეტილებები.
“ჩვენ ვამზადებთ ჩვენს სამართლებრივ რეაქციას და ვმუშაობთ ევროპელებთან და სხვა პარტნიორებთან კონკრეტულ ქმედებებზე“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს