ზელენსკი – უკრაინა აღდგება, რუსული ტერორი კი წააგებს


ავტორი
Front News საქართველო
ზაპოროჟიეს დღევანდელი რუსული დაბომბვა უკრაინას ვერ გატეხს, ოკუპანტები კი წააგებენ და სამართლიან სასჯელს მიიღებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ოკუპანტების დღევანდელი დაბომბვის შემდეგ ცნობილია ერთი მსხვერპლის შესახებ, შემთხვევის ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს და ადამიანებს ეხმარება.
“თითოეული ჩვენი ჯარისკაცი, რომელიც ანადგურებს ოკუპანტებს, რომელიც მიდის წინ და მიიწევს წინ, ვინც ათავისუფლებს ჩვენს მიწას, აახლოებს სამართლიანობას უკრაინისთვის. შურისძიება უფრო ახლოსაა. უკრაინა გადარჩება. რუსული ტერორი აუცილებლად წააგებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მტერი უკვე მეორე დღეა, ურტყამს ზაპოროჟიეს, გუშინ საცხოვრებელი კვარტალი დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ოკუპანტებმა დღესაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყეს, ცნობილია, რომ დაშავდა 9 ადამიანი.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს