ზელენსკი – უკრაინა ახალ კონტრშეტევას და ოპერაციებს მოამზადებს, რუსეთს რამდენიმე სიურპრიზს ვუმზადებთ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა მოამზადებს ახალ კონტრშეტევას და ოპერაციებს ფრონტზე, მაგრამ თავდაცვა ახლა პირველი პრიორიტეტული ამოცანაა, – ამის შესახებ Fox News-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, თავდაცვა არის დიდი ამოცანა და გამოწვევა ისეთ დიდ ქვეყანასთან ომში, როგორიც რუსეთია.
2023 წლის კონტრშეტევის საკითხზე და იმის მოლოდინზე, რომ ის უფრო ეფექტური უნდა ყოფილიყო, ზელენსკიმ განაცხადა, რომ პირველ რიგში ჯარისკაცების სიცოცხლეზე უნდა ვიფიქროთ, რადგან თუ უკრაინა ჯარისკაცებს დაკარგავს, ის ყველაფერს დაკარგავს.
“თავდაცვა არის ამოცანა ნომერ პირველი. ჩვენ გავაგრძელებთ წარმატებულ ისტორიას შავ ზღვაში. დეტალებს არ ჩავუღრმავდები, მაგრამ რუსეთს რამდენიმე სიურპრიზს ვუმზადებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სამხრეთი მნიშვნელოვანია. აღმოსავლეთის დაცვა, სადაც მათ 200 ათასზე მეტი ჯარისკაცი ჰყავთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენ მოვამზადებთ ახალ კონტრშეტევას, ახალ ოპერაციებს. რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ ჩვენ უბრალოდ გავჩერდებით, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
კითხვაზე, იქნებოდა თუ არა კონტრშეტევა უფრო წარმატებული, უკრაინას დროულად რომ მიეღო იარაღი, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მთავარი არა წარსულზე ფიქრი, არამედ აწმყოზე ფიქრია.
ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, შორი დისტანციის იარაღი და მსგავსი შეიარაღება.
ზელენსკის თქმით, ახლა ფრონტზე მდგომარეობა არ არის სამართლიანი, ძალები არათანაბარია.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს